Saturday, May 27, 2017

მეეცხრე დღის რეფლექსია

დღეს განსაკუთრებული დღე იყო! შევაჯამეთ ჩვენი ცხრა დღიანი მუშაობა. ავტვირთეთ ჩვენი ნამუშევრები. თითოეულმა ჩვენთაგანმა გავაკეთეთ ჩვენი პროექტის შესახებ პრეზენტაცია. გავუზიარეთ ერთმანეთს შთაბეჭდილებები. უღრმესი მადლობა ჩვენს ტრენერს ქალბატონ შორენას!!!

Sunday, May 14, 2017

მეერვე დღის რეფლექსია

მოსწავლის პრეზენტაცია

ძალიან დატვირთული და საინტერესო დღე იყო ტექნოლოგიური თვალსაზრისით.  ვიმუშავეთ მეშვიდე მოდულზე-ფასილიტაციის სხვადასხვა ფორმებზე.ვისწავლე პრეზენტაციის ატვირთვა დრაიზე. კითხვარის შევსება ელექტრონულად .

Saturday, May 13, 2017

მეშვიდე დღის რეფლექსია

განვიხილეთ მეექვსე მოდული-დიფერენცირებული სწავლების სხადასხვა მეთოდები.

Sunday, May 7, 2017

მეექვსე დღის რეფლექსია

ძალიან საინტერესო დღე იყო. ვიმუშავეთ მეხუთე მოდულზე,კონკრეტულად შეფასების რუბრიკებზე. მიმდინარე მოდულის გაცნობა დამეხმარა პროექტის შეფასების სწორად გაკეთებაში. ვისწავლე Draiv-ში მუშაობა. Power point -ში ვიმუშავე საინტერესოდ.მივიღე საშინაო დავალება-პროცედურები ,მოსწავლის ნიმუშის ელექტრონული ვერსიის მომზადება.

Saturday, May 6, 2017

მეხუთე დღის რეფლექსია

დღეს ძალიან ნაყოფიერად ვიმუშავეთ მესამე და მეოთხე მოდულზე.. ვისწავლე სურათის და ვიდეოს მოძიება პროექტისთვის. გავეცანი საავტორო უფლებებს. გავუზიარეთ ერთმანეთს შთაბეჭდილებები. ვისწავლე მოსწავლის როლში ყოფნა პროექტზე მუშაობის დროს .მივიღე დავალება ხვალისთვის .